არჩევნები2012

ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და საარჩევნო უბნებზე დარღვევის შესახებ საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მედიაცენტრში მათ ხელთ არსებული დარღვევები გამოაქვეყნეს. ნაციონალური მოძრაობის ცნობით, გლდანის საარჩევნო ოლქის მე–77 და 78 უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ოცნების კოორდინატორი ცირა ცხაკაია კენჭისყრის შენობის შესასვლელში აწარმოებდა აგიტაციას და მოწოდებას ნიკოლოზ ხაჩირიშვილის წინააღმდეგ.

ჩიორა თაქთაქიშილის განცხადებით, ისნის საარჩევნო ოლქის 75–ე უბანზე ქართული ოცნების აქტივისტები ენმ–ის მიკროკოორდინატორებისგან ითხოვენ ჩანთებს და შიგნით ეძებენ 45–ე უბნის უცნობ სიებს, რითაც ხელს უშლიან კოორდინატორების მუშაობას.

ისნის საარჩევნო ოლქის 75–ე უბანზე ქართული ოცნების აქტივისტები ეწევიან აგიტაციას ოცნების სასარგებლოდ.

გორში, სოფელი დიცის საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ეწევიან აგიტაციას და მიმართავენ ამომრჩევლებს, – „თუ არ შემოხაზავთ 41–ს საქართველოში ომი დაიწყება.“

ვაკის ოლქის მე–11 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების მხარდამჭერები ჯგუფურად შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ რომ „შედეგები ისედაც ცნობილია – ქართული ოცნება გაიმარჯვებს“. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს კომისიის წარმომადგენელს ენმ–დან.

ბოლნისის 55–3 საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სიის 155–ე ნომერი რამიზ ბაქიროვი ეწეოდა აგიტაციას, მას ჰქონდა დამკვირვებლის ბეჯი. ერთ–ერთ ამომრეველს ის ხმის მიცემის კაბინაშიც კი შეყვა.

ზუგდიდში, რაიონის სოფლის ჩხორიას 70–ე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების შტაბის უფროსმა ფიფიამ სილა გააწნა და შეაფურთხა კომისიის თავმჯდომარე მურმან შეროზიას. იმავე უბანზე კოალიციის აქტივისტები აღრიცხავდნენ ამომრჩეველს და იყენებდნენ სააგიტაციო მასალებს.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც არის მოყვანილი. ისნის ოლქის 36–ე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თამარ მეცხვარიშვილს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს, რომელიც ამომრჩევლის მოწვევის კამპანიას ახორციელდება.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევები დაფიქსირდა ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მერვე უბანსა და ბოლნისის 55–ე უბანზე. ქართული ოცნების სიის 155–ე ნომერი რამიზ ბაქიროოვი ეწეოდა აგიტაციას, მას ჰქონდა დამკვირვებლის ბეჯი. ერთ–ერთ ამომრჩეველს ის ხმის მიცემის კაბინაშიც კი შეყვა.

კომენტარები