არჩევნები2012

თაქთაქიშვილი: ლუკა კურტანიძემ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები სასტიკად სცემა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი ჟურნალისტებს სთხოვს, სასწრაფოდ გაავრცელონ ინფორმაცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატებისა თუ მხარდამჭერების მიერ ნაციონალური მოძრაობის წევრების ცემისა და სიტყერი შეურაცხყოფის შესახებ.

თაქთაქიშვილის განცხადებით, ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე სოფელ ცოდნის კარში, მერვე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, შვიდი ავტომანქანის თანხლებით მივიდა. ჯგუფმა ლუკა კურტანიძის მონაწილეობით სასტიკად სცემა ნაციონალური მოძრაობის ორი მხარდამჭერი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამას გარდა, ფოთის მეშვიდე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის შტაბის უფროს გრიგოლ ღვინიას ქართული ოცნების 30–მდე აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩიორა თაქთაქიშვილი მომხდარს აღმაშფოთებელს უწოდებს. ნაციონალური მოძრაობის პრესსცენტრში მათ ხელთ არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია დარიგდა.

კომენტარები