Must carry

მაესტროსა და მე-9 არხის ტრანზიტი ზოგიერთ რეგიონში შეწყდა

1 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც 30 სექტემბრის 24 საათზე „Must carry”-ს პრინციპის მოქმედების ვადა ამოიწურა, საკაბელო ქსელის ზოგიერთმა ოპერატპორმა საქართველოს რეგიონებში მაესტროსა და მე-9 არხის ტრანზიტი შეწყვიტა. წინასწარი მონაცემებით, ორივე არხი ფოთში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და გორში გაითიშა. ამის შესახებ ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მიერ ორგანიზებულ მედიაცენტრში ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორმა ლევან დოლიძემ განაცხადა, რომელიც „Must carry”-ს პრინციპის განხორციელებაზე მონიტორინგს აწარმოებდა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ საკაბელო ოპერატორთა გარკვეული ნაწილი აგრძელებს მაუწყებლობის ტრანზიტს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას აღარ ავალდებულებს. დოლიძის ინფორმაციით, თბილისში დილით ზოგიერთმა ოპერატორმა მაესტროსა და მე-9 არხის ტრანზიტი გათიშა, თუმცა მოგვოანებით აღადგინა.

 

კომენტარები