საქართველოს პარლამენტმა Must carry-სთან დაკავშირებული კანონპროექტი დღეს მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა გამოიტანა.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა, 81 ხმით ერთხმად მიიღო.
პავლე კუბლაშილმა მოხსენების დროს ისაუბრა Must carry-სთან დაკაშირებით არსებულ პოზიციებზე და აღნიშნა, რომ ცალკეულ საკითხებზე ფორმულირებები უკვე ჩამოყალიბებულია.
,,გადაწყდა, რომ კანონში გაკეთდება სპეციალური ჩანაწერი, რითაც ტელეკომპანია ,,კავკასიასაც’’ ექნება საშუალება Must carry-ს პრინიციპით იმოქმედოს. გარდა ამისა, დაზუსტდა, რომ საკაბელოების მიერ მაუწყებელთა განთავსება უნდა მოხდეს თანაბარი და არადისკრიმინაციული პირობების საფუძველზე.’’-აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
Must carry-ს პრინციპის დაკანონების საკითხს, რასთან დაკავშირებითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილება შედის, პარლამენტი დღესვე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღებს.