არჩევნები2012

კენჭისყრის დროს ეგზიტპოლის გამოქვეყნება აკრძალულია

სააგენტო psnews.ge-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც გაურკვეველ საერთაშორისო ორგანიზაციას „უფასო არჩევნებსა და დემოკრატიას“ ეკუთვნის. ამ ეგზიტპოლის მიხედვით, დღის 12 საათისთვის, არჩევნებში ლიდერობს ქართული ოცნება 45,2%-ით, ნაციონალურ მოძრაობას კი 37,6% აქვს. საარჩევნო ბარიერს ლახავს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. საიტზე ამ ინფორმაციის განახლებასაც გვპირდებიან.

საარჩევნო დღის ამ მონაკვეთში რაიმე ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, კენჭისყრამდე 48 საათის და კენჭისყრის დღეს საღამოს 8 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ამასთან, სააგენტო psnews-ის დირექტორი, ნატო გუბელაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას, რომ საიტი დღის პირველ საათზე გატეხეს და მასზე ამ დრომდე სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას განათავსებენ.

კომენტარები