ქართული ოცნება

ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარები კახეთში მომხდარ ტრაგედიაზე

"მე დღეს თავს შევიკავებ პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან, რადგან გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მომხდარ ტრაგედიას შეხება პოლიტიკურ მიზნებთან. მოვუწოდებ პოლიციას, სასწრაფოდ დაიწყონ ფაქტის გამოძიება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ადგილი აქვს შემზარავ ტრაგედიას, არამედ იმიტომაც, რომ მომხდარს შესაძლოა მოჰყვეს გარკვეული სპეკულაციები და ამიტომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოხდა," განაცხადა ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძემ გურჯანელებს ანგარიშსწორებისგან თავის შეკავებისკენ და სიმშვიდისკენაც მოუწოდა. 

დღეს კახეთში სოფელ კოლაგში 9 თვის გოგონა, ბარბარე რა­ფა­ი­ან­ცი ქვევრში იპოვეს. მოგვიანებით, გოგონა გარდაიცვალა. ბავშვის სიკვდილს მოჰყვა ქართული ოცნების მაჟორიტარის მანანა ბერიკაშვილის განცხადა, რომელშიც ის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავისი კონკურენტის გიორგი ღვინიაშვილის დაკავებას ითხოვდა. ტელეკომპანია მეცხრე არხის ცნობით, ბარ­ბა­რე რა­ფა­ი­ან­ცის დე­ი­დას,   შვი­ლე­ბის გა­ტა­ცე­ბით სის­ტე­მა­ტუ­რად ემუქ­რე­ბოდ­ნენ და რად­გან ეს ვერ შეძ­ლეს, ჯავ­რი მის დის­შვილ­ზე იყა­რეს. 

ტრაგედიას გამოეხმაურა ირაკლი ალასანიაც.

"სახეზეა აშკარად უდიდესი თავგასულობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების და მათ ხელს უწყობს აშკარად შსს. ამ ტრაგედიამ შეძრა ყველა - დიდი უბედურებაა ყველასი, ეს არის შედეგი იმ დაუსჯელობის განცდის, რომელიც აქვს ნაც.მოძრაობის წარმომადგენლებს - და სისტემა, რომელიც ჩამოაყალიბა სააკაშვილმა ჩვენს ქვეყანაში. მინდა დავპირდე ამ ოჯახს, რომ ყველა, ვინც ამ ამბავში დამნაშავეა, აგებს პასუხს უმკაცრესად... ქ-ნი მამანას წინააღდმეგ რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს პირდაპირი აშკარა მუქარები. დღეს მძიმე ინცინდენტი მოხდა - მოლოტოვის კოკტეილი შეუგდეს მის ნათესავ და ეხლა ეს ტრაგედია. უმკაცრესად დაისჯება ყველა, ეს არის დაუსჯელობის ინდრომი, ის აგრესია და რეპრესიები, რომელსაც ნაც.მოძრაობა სააკაშვილის თაოსნობით ეწევა. ემოციები უნდა ვმართოთ ეხლა, ყვლეას უნდა მოვუწოდოთ, თავი შევიკავოთ და დინჯად გავყვეთ ჩვენს საქმეს," განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში.

მომხდარს სოციალური ქსელების საშუალებით გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი.

"მესმის, რომ საშინელი და შემზარავი ფაქტია 9 თვის ბავშვის მკვლელობა, მაგრამ ძალიან ვთხოვ ყველას: ნუ აცხადებენ ასე უაპელაციოდ ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. მე მგონია ასეთი რამის დაბრალება ადამიანისთვის არანაკლები ცოდვაა, ვიდრე ასეთი რამის ჩადენა. ჯერ კარგად გაირკვეს რა მოხდა და როგორ მოხდა და დასკვნები მერე გავაკეთოთ, თორემ ვიღაცეები უკვე პირდაპირ ადებენ ხელს ნაცმოძრაობას, გიგა ნასარიძე კი იძახის "ოცნების" დაგეგმილი პროვოკაცია იყოო! გასაგებია რომ დაძაბულები ვართ და ნევროტული ატმოსფეროა, მაგრამ ცოტა საღ აზრსაც მოვუხმოთ!" დაწერა ზურაბიშვილმა თავის Facebook გვერდზე. 

 

 

კომენტარები