ქართული ოცნება

ფანჯიკიძე სურმავას გაუჩინარების საკითხის გამოძიებას ითხოვს

 

დღეს, 29 სექტემბერს, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესკონფერენციაზე, კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ უწყებათაშორის კომისიას თხოვნით მიმართა, გამოიძიოს ბესო სურმავას გაუჩნარების საკითხი.

ფანჯიკიძის თქმით, ბესო სურმავა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი გახლდათ, მესამე დღეა, გაუჩინაურებულია და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არც კოალიციის და არც მისი ოჯახის წევრებმა არაფერი იციან. საკითხთან დაკავშირებით, კოალიციამ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი.

„ქართული ოცნების“ პრესსპიკერის თქმით, ის მასალები, რომლებიც youtube-ზე ბესო სურმავას სახელით იტყვირთება, ფაბრიკაციაა და ინფორმაცია, თითქოს მათ სოციალურ ქსელებზე გამოქვეყნებას სურმავას ბიძნა ივანიშვილი ავალებდა, არ შეესაბამება სიმათლეს. ფანჯიკიძის თქმით, სურმავას მეუღლემ, რომელმაც ქმრის  გაუჩინარების შემდეგ დახმარების თხოვნით მიმართა  „ქართულ ოცნებას“, მათთან საუბარში განაცხადა, რომ ბესო სურმავა არ ფლობდა კომპიუტერს იმ დონეზე, რომ შეძლებოდა მსგავსი მასალის ატვირთვა.

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ჯდება მანქანაში ბესო სურმავა.  ეს კადრები, ისევე როგორც, ის ფაქტი რომ მან გასვლისას ოთახში დატოვა თავისი ნივთები, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სურმავა მოტყუებით გაიყვანეს. სავარაუდოდ,ბესო სურმავას იმ ადამიანთან, ვისაც გაჰყვა, ნაცნობობა აკავშირებდა.

კომენტარები