არჩევნები 2012

ნაციონალური მოძრაობის ყრილობასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეკრების გამო, რომელიც დღეს, 28 სექტემბერს ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

”აღნიშნულ ღონისძიებაზე დიდი რაოდენობით მოქალაქეთა დასწრება იგეგმება. შესაბამისად, ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 28 სექტემბერს დილიდან წერეთლის, ცაბაძისა და დიდუბის ქუჩებზე შეიზღუდება პარკირება. ასევე, 15:00 საათიდან მოძრაობა შეწყდება წერეთლის, ცაბაძისა და დიდუბის ქუჩებზე, ხოლო თამარ მეფისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გარკვეული შეზღუდვებით, ასევე, შეზღუდვით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.” - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ყრილობა ეროვნულ სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება. სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას პარტიის ლიდერები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს. აღნიშნული შეკრებით ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიას ამთავრებს.

 

კომენტარები