სასჯელაღსრულების სისტემა

პატიმრების წამების ბრალდებით დაკავებულია ქუთაისის #16 საპყრობილის ოთხი თანამშრომელი

პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის  ბრალდებით დაკავებულია კიდევ ოთხი პირი. დაკავებულები დანაშაულს სჩადიოდნენ ქუთაისის მეთექვსმეტე საპყრობილის ტერიტორიაზე. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა.

შოთა ტყეშელაშვილის ცნობით, დაკავებულები არიან ქუთაისის მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები ნიკილოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.

პროკურორის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ მიმდინარე გამოძიება გრძელდება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად ეცნობება. 

კომენტარები