სასჯელაღსრულების სისტემა

სუბარი: ციხეში თანამდებობებზე მოხსნა-დანიშვნის საკითხი სამინისტროს პრეროგატივაა

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი, გარდაბნის ქალთა #5 დაწესებულებაში 45 პატიმრის შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა. ისინი დირექტორის, სალომე ჯანელიძისა და მისი მოადგილის, ნინო მაისურაძის, თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

სოზარ სუბარის თქმით, ნებისმიერ დანიშვნას, ისევე როგორც მოხსნას, გარკვეული წინააღმდეგობები მოჰყვება, რაც გასაგები და ჩაკეტილი სისტემისთვის დამახასიათებელია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პატიმრებს მაშინ მოინახულებს, როცა საჭიროდ ჩათვლის.

"ციხეების დირექტორების, მოადგილეების თუ ნებისმიერი თანამდებობის პირის მოხსნა-დანიშვნა სამინისტროს პრეროგატივაა და არა სხვა ვინმესი. შიმშილობით ვერაფერი ვერ გადაწყდება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

სასჯელაღსრულების გარდაბნის #5 ქალთა დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა დღეს დაიწყეს. ისინი დირექტორის, სალომე ჯანელიძისა და მისი მოადგილის,ნინო მაისურაძის, თანამდებობებზე დაბრუნებას ითხოვენ.

კომენტარები