მაჰმუდ აჰმადინეჟადი

აჰმადინეჟადი: ისრაელს ისტორიაში საფუძველი არ აქვს

ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეაზე ჩასული ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი გენერალური მდივნის ბან კი-მუნის გაფრთხილების მიუხედავად არ მოერიდა უხეშ რიტორიკას. მან განაცხადა, რომ ისრაელს არ აქვს საფუძვლები ახლო აღმოსავლეთში და უნდა ‘წაიშალოს’

აჰმადინეჟადმა აგრეთვე განაცხადა, რომ ის სერიოზულად არ აღიქვამს ისრაელის მუქარას სამხედრო შეტევის შესახებ. ‘ჩვენ გვაქვს თავდაცვითი საშუალებები და მზად ვართ თავი დავიცვათ’, თქვა ირანის პრეზიდენტმა. მან ასევე უარყო ასადის რეჟიმისათვის იარაღის გაგზავნის ფაქტები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე უწოდა მის გამოსვლას ‘საზიზღარი, აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი’.

 

კომენტარები