მაჰმუდ აჰმადინეჟადი

აჰმედინეჟადი: ახალ ახლო აღმოსავლეთში ისრაელის ადგილი არ არის

მომავალ ახლო აღმოსავლეთში ებრაული სახელმწიფოს ადგილი არაა, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმედინეჟადმა ათასობით ირანელის წინაშე.

‘თქვენ გინდათ ახალი ახლო აღმოსავლეთი? ჩვენც, მაგრამ ახალ ახლო აღმოსავლეთში არ იქნება ამერიკელთა არსებობის და სიონისტთა კვალი’, აჰმედინეჟადმა უთხრა მომხრეებს თეირანის უნივერსიტეტში სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაცემულ გამოსვლაში.

მან მოუწოდა მუსლიმებს გაერთიანებისკენ მოუწოდა ისრაელის მიმართ დასავლური მხარდაჭერის საპირისპიროდ. ისრაელი ირანის პრეზიდენტმა პალესტინური მიწის დაკავებისთვის ‘სიმსივნეს’ შეადარა.

დასავლური სანქციებით დაჯარიმებული ირანი ბირთვული პროგრამის გამო აშშ-ის ან ისრაელის სამხედრო შეტევის საფრთხის წინაშეა. ისლამური რესპუბლიკა აგრეთვე ცდილობს უახლოესი მოკავშირის, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ძალაუფლების შენარჩუნებას.

 

კომენტარები