საპროტესტო აქცია

სტუდენტები გაეროს წარმომადგენლობის ოფისისკენ მიემართებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ლაბორატორია 1918-ის წევრებისა და სხვადასხვა სტუდენტური გაერთიანებების შეხვედრა გაიმართა. შეკრებილი სტუდენტები ამ წუთებში საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისისკენ მიემართებიან, რის შემდეგაც სავარაუდოდ ფილარმონიასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

უნივერსიტეტის ეზოში მივიდა ლაბორატორია 1918-ის წევრი სანდრო ცაგარელიც, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა. მისი თქმით, პოლიციის მხრიდან მასზე ზეწოლა არ ყოფილა.  

შეგახსენებთ, სან­დრო ცა­გა­რელს პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით ჯა­რი­მა და­ე­კის­რა 400 ლა­რის ოდე­ნო­ბით. 

ლაბორატორია 1918-ის წევრების ინიციატივით იქმნება სტუდენტთა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც შემდგომ აქციებს დაგეგმავს.

 

კომენტარები