სასჯელაღსრულების სისტემა

გიორგი ტუღუში: ათი დღის ვადაში საგამოძიებო კომისია შეიქმნება

პრეზიდენტისა და სასჯელაღსრულების მინისტრის გადაწყვეტილებით,  ათი დღის ვადაში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც სასჯელაღსრულების სიტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს შეისწავლის. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

გიორგი ტუღუშის ცნობით, საგამოძებო კომისიაში შევლენ თავად სასჯელაღსრულების მინისტრი ან მისი უფლებამოსილი პირი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი,  სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ადვოკატი და ერთი პროკურორი, რომელსაც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე გამოძიება არ უწარმოებია.

კომისიაში ასევე მიწვეული იქნებიან ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები, კონსულტანტები, დამკვირვებლები და უფლებადამცველები.

საგამოძიებო ჯგუფს სახელმწიფო დააფინანსებს. ჯგუფის წევრებს საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს, თუმცა მათი კომისიაში ჩასმა სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებთან განხილვების შემდეგ მოხდება. 

კომენტარები