ლაბორატორია1918

პოლიციამ ლაბორატორია 1918-ის წევრი დააკავა

ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დააკავა სტუდენტური მოძრაობა ლაბორატორია 1918 -ის წევრი სანდრო ცაგარელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანდრო ცაგარელმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

განსხვავებული ვერსია აქვთ სხვა აქტივისტებს, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ: ორი მათგანი ტელეკომპანია მაესტროს ეთერში აცხადებს, რომ სანდრო ცაგარელი ქუჩაში ტაქსის გაჩერებას ცდილობდა, პოლიციამ ის სრულიად უმიზეზოდ  მანქანაში ჩასვა  და წაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, მდგომარეობის გასარკვევად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები გაემართნენ დიღომში, სადაც იმყოფება დაკავებული.

სასამართლო უახლოეს ხანებში გაიმართება. თუ სასამართლო პოლიციის ვერსიას გაიზიარებს, შესაძლოა, ცაგარელს ფულადი სანქცია დაეკისროს.

სანდრო ცაგარელი მიმდინარე სტუდენტური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი დაკავება თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში გამართული საპროტესტო კონცერტის შემდეგ მოხდა.

 

 

კომენტარები