სასჯელაღსრულების სამინისტრო

პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების მინისტრის ანგარიში მოისმინა

სააკაშვილმა ციხეებში არსებულ ვითარებაზე სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის ანგარიში მოისმინა. 

პრეზიდენტის თქმით, უკვე მოხერხდა პატიმრების ნათესავებში შიშის გაქრობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სააკაშვილის თქმით, საჭიროა ციხეებზე მუდმივი მონიტორინგი.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ციხეებში უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას:"ღმერთმა არ ქნას, რომ ორგანიზებულმა დანაშაულმა გააგრძელოს ფათური ციხეების შიგნით, ამას უკიდურესად პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მივუდგეთ. [...] ვინც რა უნდა თქვას, გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკური პოპულაცია, რაც გარდაუვალი იყო და პატარა ბავშვები არ ვართ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ პასუხისმგებლობის მოწოდების სიმაღლეზე, ახლა მაინც – მთელი სახელმწიფო", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ტუღუშის სახალხო დამცველობის დროს გაკეთებული მოხსენებების ყველა სახელმწიფო უწყებისთვის გაცნობის სურვილიც გამოთქვა. 

 

კომენტარები