ქართული ოცნება

ქართული ოცნება შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურა

შსს-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, კოალიცია ქართული ოცნება გამოეხმაურა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართული ოცნების პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

,,პრეზიდენტის ანონსის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო პროვოკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება. დეტალების შეფასებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, რადგან ვთვლით, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია. ხელისუფლება დაკავებულია ფალსიფიცირებული სერიალის შეთხზვით, რომლის გაგრძელება სავარაუდოდ მრავალჯერ ნანახი “სცენარების” გამეორება იქნება. სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ იარაღად პოლიტიკურ ოპონენტებთან და ქართველ ხალხთან ბრძოლაში. ამ ძალადობრივ პოლიტიკას წერტილი დაესმევა 1 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი დაასრულებს მოძალადე რეჟიმის არსებობას და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდება წესრიგი და სამართლიანობა.” 

შეგახსენებთ შსს-მ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მოს­ყიდ­ვის და მოს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბის ამსხაველი ვიდეომასალა გაავრცელა. ერთ-ერთ ჩანაწერში ფიგურირებს, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, ემზარ ივანაშვილი. ქართულ ოცნებას არ განუმარტავს, როგორც აღმოჩნდა ივანიშვილის ახლო ნათესავი შსს-ს მიერ გავრცელებული კადრებში.

კომენტარები