არჩევნები 2012

ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851-ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851-ს შეადგენს. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ ცესკოს საბოლოო სიები 19 სექტემბერს გადასცა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აგრეთვე დაასრულა ამომრჩეველთა სიის უბნების მიხედვით დაყოფის პროცესი. დაინტერესებულ მხარეებს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილი სიები შეუძლიათ მიიღონ 24 სექტემბრიდან.

შეგახსენებთ, რომ ცესკოში ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ კენჭისყრა დღეს განახლდება.

 

კომენტარები