კათალიკოს-პატრიარქი

ილია მეორე: მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ არ გამოდის სააშკარაოზე

დღევანდელ ქადაგებაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

,,არჩევნები უნდა ჩავატაროთ მშვიდ გარემოში. ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ 1 ოქტომბრამდე. რაც გუშინ მოხდა სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ არ გამოდის სააშკარაოზე და ამ მოვლენებს ბოროტად ნუ გამოვიყენებთ."-განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა სტუდენტებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

,,გუშინ შევხვდი სტუდენტებს, ზოგიერთს უნდა რომ არეულობის ესტაფეტიზაცია  მოხდეს. თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, ისედაც არ გვაკლდა არეულობა. იმედი მაქვს, მამაშვილური სიყვარულით ნათქვამ  რჩევას ყველა გაითვალისწინებს.’’-განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ,  ერთიანმა სტუდენტურმა გაერთიანებამ, ილია მეორის კურთხევით აქციები შეწყვიტა. 

კომენტარები