სასჯელაღსრულების სისტემა

ვრცელდება ინფორმაცია რუსთავის # 6 საპყრობილეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ

გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მეექსვე საპყრობილეში პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია მაესტრომ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ამის შესახებ მათ, პატიმრის ოჯახის წევრებმა აცნობეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ტაბულა  სახალხო დამცველის ცხელ ხაზს დაუკავშირდა.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები ინფორმაციის გადასამოწმებლად რუსთავის მეექსვე საპყრობილეში მიემართებიან, რის შემდეგაც განცხადება გავრცელდება. 

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

კომენტარები