სასჯელაღსრულების სისტემა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

,,ევროკავშირი შოკირებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინციდენტები სიღრმისეულად და გამჭვირვალედ იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ეს სახალხო დამცველის ანგარიშებშია მოხსენიებული. ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს ამ დარღვევების ეფექტური აღმოფრხვრისთვის."

კომენტარები