სასჯელაღსრულების სისტემა

ფილარმონიასთან პატიმართა ცემის ფაქტებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ფილარმონიის წინ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

ფილარმონიასთან შეკრებილ რამდენიმე ასეულ მოქალაქეს შორის პატიმრების მშობლები და ნათესავები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან. დემონსტრანტები ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ. მათი თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის. აქციის მონაწილეები შს მინისტრის ბაჩო ახალაიას და მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. სასულიერო პირებს შორისაა დავით გარეჯის  მღვდელ-მონაზონი კირიონი.

აქციაზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. ფილარმონიასთან შეკრებილ ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

 

კომენტარები