სასჯელაღსრულების სისტემა

სააკაშვილი: საქართველო არ მოითმენს სისასტიკეს

”მე ვარ ძალიან გაბრაზებული და... სულით-ხორცამდე შოკირებული” – გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა. 
”ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ღირსების წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამის ორგანიზატორი და განმახორციელებელია, ყველა ვინც ეს ჩაიდინა და დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს”- განაცხადა სააკაშვილმა. 
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს ”ამ საშინელებების ჩამდენთა” უმრავლესობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ადგენდა კავშირებს კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და დამნაშავეებს შორის. 
”ის, ვინც პასუხისმგებელი იყო, რომ ამგვარი ფაქტები არ დაეშვა, ყველა გათავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ის, ვინც ეს ჩაიდინა, გაძლევთ სიტყვას, მრავალ წელს გააატარებს ციხეში”, - აცხადებს სააკაშვილი. 
19 სექტემბერს, გამთენიისას, საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა Facebook-ის გვერდზე გაავრცელდა.  

კომენტარები