თბილისის მერია, მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ფასდაკლების ახალ სისტემას სთავაზობს.
ახალი ინიციატივით, მგზავრებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდისას ელექტრონული ბარათს (მეტრომანი) იყენებენ, შესაძლებლობა ეძლევათ, ფასდაკლების ახალი სისტემით ისარგებლონ.
მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის პირველი საფასური 50 თეთრი იქნება, ხოლო მომდევნო საათნახევრის განმავლობაში, სხვა მარშუტზე გადაჯდომისას, მგზავრობა უფასოდ იქნება შესაძლებელი.
თბილისის მერია აღნიშნულ ინიციატივას საკუთარ ვებგვერდზე განათავსებს და 5 დღის განმავლობაში ხმათა საკმარისი რაოდენობის მოგროვების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში განახორციელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მგზავრობის ელექტრონული ბარათით ამ ეტაპზე მილიონზე მეტი თბილისელი სარგებლობს.




