NDI-ის აგვისტოს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 62%-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოსწონს. წინა კვლევის მიხედვით, რომელიც მის გაპრემიერებამდე ჩატარდა, მერაბიშვილი 55%-ის სიმპათიას იმსახურებდა. ვანო მერაბიშვილი რეიტინგში კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ არის, რომელიც მოსახლეობის 91%-ს მოსწონს.
მოსახლეობის 61%-ს მოსწონს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მას თბილისის მერი გიგი უგულავა მოყვება რეიტინგში 58%-ით. 55%-იანი მოწონება აქვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის 39%-ს მოსწონს, შედარებით ივნისის მონაცემებთან, როდესაც მისი მოწონების მაჩვენებელი 46% იყო. მასზე მაღალი მოწონება აქვთ ქრისტიან დემოკრატებს- გიორგი თარგამაძესა და ინგა გრიგოლიას, შესაბამისად - 49 და 41%.




