თავდაცვა

ვანო მერაბიშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის ახალი სახელმწიფო კონცეფცია წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, სამხედრო მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სფეროში სახელმწიფოს ახალ ,„3T"-ს პრინციპზე (ტოტალური ზრუნვა, ტოტალური ტრენინგები და ტოტალური თავდაცვა) დაფუძნებული კონეცეფციის ერთ-ერთ კომპონენტზე - „ტოტალურ ზრუნვაზე" ისაუბრა. ვანო მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ სარგებელზე, რომელსაც აღნიშნული კომპონენტი სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს სთავაზობს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ტოტალური ზრუნვა" მოიცავს ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ფინანსური წახალისების, საცხოვრებელი ფართით და სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფის სფეროებს და გავრცელდება არამხოლოდ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე, არამედ მათი ოჯახის წევრებსა და ვეტერანებზეც.

ვანო მერაბიშვილის თქმით, ჯანდაცვის კუთხით, ახალი კონცეფციის ფარგლებში მკვეთრად გაუმჯობესდება კონტრაქტზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სადაზღვევო პაკეტი, ხოლო წვევამდელები სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებენ.

 

კომენტარები