საქართველოს მოსახლეობის 42% თვლის რომ საქართველოში დემოკრატიაა, 40% ამ მოსაზრებას არ იზიარებს. ამასთან იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოში დემოკრატიაა 4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ.
მოსახლეობის 61% თვლის, რომ ხელისულება მათთვის მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, 30% კი არ იზიარებს ამ მოსაზრებას. ადგილობრივი ხელისუფლების შემთხვევაში 52% თვლის, რომ მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებენ, 36% კი არ ეთანხმება.
სამ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად მოსახლეობა ჯადაცვის (57%), სოფლის მეურნეობის (42%) და საპენსიო (31%) რეფორმებს ასახელებენ.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 31 ივლის-12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2038 რესპოდენტმა მიიღო, კვლევის ცდომილება 3%-ია.




