ქართული ოცნება

ქართული ოცნება ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საარჩვენო ბლოკმა ,,ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება'' ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში დაგმობილია ,, ხელისუფლების დანაშაულებრივად უპასუხისმგებლო საინფორმაციო პოლიტიკა’’.

,,სრულიად აშკარაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში უმალავდა საკუთარ მოსახლეობას სოფელ ლაფანყურთან ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობას და ურცხვად ტყუოდა, თითქოს მათ შორის არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. იმავდროულად, ვრცელდება შემაძრწუნებელი დეტალები დაღუპული თანამოქალაქეების ნათესავებზე მორალური ზეწოლისა და გარდაცვლილთა ნეშთებით მათთან პირდაპირი ვაჭრობის თაობაზე. ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივად იწვევს საზოგადოების სამართლიან გაღიზიანებას და აძლიერებს ეჭვებს ისედაც ნდობადაკარგული ხელისუფლების მიმართ.’’-ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ოცნება მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს, ,,გააძლიერონ ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე’’ და სიღრმისეულ განხივლის საგნად აქციონ ლოპოტას ხეობაში მიმდინარე პროცესები.  

წერილში ნათქვამია, რომ  შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმი, ადასტურებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურვილს ,, საზოგადოება განსაცდელის მოლოდინის მდგომარეობაში ამყოფოს’’.

..როგორც ჩანს, პრეზიდენტ სააკაშვილს აწყობს, მუდმივად ამყოფოს საზოგადოება განსაცდელის მოლოდინის მდგომარეობაში და ამ გზით დათრგუნოს მოქალაქეთა თავისუფალი ნება.გარდა ამისა, იმ მწირი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციითაც კი, რასაც ხელისუფლება ავრცელებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება მისთვის ჩვეული სულსწრაფობით მოიქცა და სპეციალური ოპერაცია დაიწყო იმ ვითარებაში, როცა სრულად არ იყო ამოწურული მოლაპარაკების რესურსი და რჩებოდა მსხვერპლის თავიდან აცილების თუნდაც მინიმალური შანსი.’’-ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები