პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი დაღუპული სპეცრაზმელის დაკრძალვას დაესწრო

ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული არჩილ ჩოხელის დაკრძალვაზე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

არჩილ ჩოხელის ოჯახს მიუსამძიმრეს შსს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც, ასევე ქართული ოცნების წევრებმა სოსო ჯაჭვლიანმა და ლუკა კურტანიძემ.

პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ სპორტული სამყაროს წარმომადგენლები და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს, ორი ქართველი სპეცრაზმელი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა. 

კომენტარები