არჩევნები 2012

ეკონომიკური პოლიტიკა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში

"საარჩევნო ბლოკის "ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებს და ემყარება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საყოვლეთაოდ აღიარებულ პრინციპებს და იმ თანამედროვე მიდგომებს, რომელიც გამოკვეთს სახელიმწიფოს როლს სოციალური კეთილდღეობის და სოციალური უსაფრთხოების საქმეში," წერია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში, რომელიც 31 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

კოალიციის გეგმის მიხედვით, სისტემური ცვლილების პერიოდში საკვანძო როლი სახელწმიფომ უნდა დაიკავოს და განსაზღვროს განვითარების სტრატეგია. კოალიცია ეკონომიკის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ექსპორტის სტიმულირებას და იმპორტის ჩანაცვლებას აპირებს. იქვე ვკითხულობთ, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება გაიზრდება, მოხდება მისი და მცირე ბიზნესების "ირიბი სუბსიდირება" და აღმოიფხვრება "შემოსავლების განაწილებაში არსებული დიდი უთანაბრობა  და ყველა ოჯახი იგრძნობს კეთილდღეობას."

კოალიცია აკრიტიკებს ხელისუფლებას ლიბერტარიანულ პოლიტიკას და აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ ლიბერტარიანული პოლიტიკა არცერთ ქვეყანაში არ ამართლებს, ხელისუფლების კურსი დამახინჯებული ლიბერტარიანიზმია. ქართული ოცნება ასევე აკრიტიკებს ხელისუფლებას პრივატიზაციის პროგრამებს ამ პროცესის გაუმჭვირვალობის გამო და აცხადებს, რომ სტრატეგიული ობიექტების დეფინიცია გადაიხედება და მათზე სახელმწიფო კონტროლი გაიზრდება.

კოალიცია ამომრჩეველს ბაზრის მონოპოლოიებისა და ოლიგოპოლიებისგან გათავისუფლებასაც ჰპირდება.

კოალიციის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი სტიმულატორი დანაზოგების ზრდა უნდა იყოს, ამ პოლიტიკის ფარგლებში ქართული ოცნება საპენსიო დაზღვევის დაგროვებით სისტემაზე გადაყვანას აპირებს. ამავდროულად, კოალიციის აზრით, კაპიტალის დაგროვებაში მნიშვნელოვანი როლი სოფლის მეურნეობის ფონდმა უნდა ითამაშოს. 

პროგრამაში საუბარია დასაქმების პოლიტიკაზეც. კოალიცია ყურადღების ძირითად ნაწილს შრომის კოდექსის ჩამოყალიბებას უთმობს.

 

კომენტარები