სპეცოპერაცია

დაჭრილი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

დევნის ოპერაციის დროს დაჭრილი 5 სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკაში მყოფმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 5 დაჭრილი ქართველი სამხედროდან მხოლოდ ერთი მათგანი იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში, დანარჩენი 4 კი ქალაქის სხვადასხვა კლინიკებშია გადანაწილებული.

"ოფიციალური ინფორმაციით, 3 მებრძოლი გარდაიცვალა. 5 მათგანი დაიჭრა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიურო შესაბამის პროცედურებს ახორციელებს, რის შემდეგადაც გარდაცვლილებს ოჯახებში გადავასვენებთ.” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

კომენტარები