ოკუპირებული ტერიტორიები

აშშ მზადაა ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელებზე ვიზების გასაცემად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა შიდა ტექნიკური პროცედურების გატარება, რაც ამიერიდან აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს საშუალებას აძლევს, გასცენ ამერიკის ვიზა ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტების მფლობელებზე.

საქართველოს მიერ შემუშავებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის მოწმობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ გაემგზავრონ და მიიღონ სოციალური სერვისები.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს აშშ-მ ოფიციალურად აღიარა ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტი. გასულ კვირას საქართველოს მიერ შემუშავებული დოკუმენტები ისრაელმაც აღიარა.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აგრეთვე, აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, ბულგარეთის და პოლონეთის მიერ.

 

კომენტარები