აპოლო 11

ნილ ამსტრონგი გარდაიცვალა

ნილ ამსტრონგი, პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა,  82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ნილ ამსტრონგმა თვის დასაწყისში გულის ოპერაცია გადაიტანა.  მისი ოჯახის წევრების ცნობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ამსტრონგის სიკვდილი მოულოდნელი იყო.

აშშ-ს ყოფილი ასტრონავტი, აპოლო 11-ის კოსმიური ხომალდის ეკიპაჟის მეთაურად NASSA-მ შეარჩია. მან მთვარეზე ფეხი 1969 წლის 20 ივლისს დადგა, რასაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. ისტორიულ მომენტში მისი სიტყვები იყო-„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“

კომენტარები