ინფო 9

თავდაცვის სამინისტრომ ინფო 9-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე განცხადება გააკეთა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ინფო 9-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. აღნიშნული მასალა სამტრედიის რაიონში სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას შეეხება.

”დღეს საინფორმაციო სააგენტო „INFO 9“-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა ვიდეომასალა სახელწოდებით „სამხედრო ტექნიკა სამტრედიაში“. საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა ტოვებდა ბევრი ინსინუაციების გაკეთების შესაძლებლობას. გავრცელებული კადრები სინამდვილეში ასახავს ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის გადაადგილებას ორფოლოს პოლიგონზე სადაც მიმდინარეობს წვრთნები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოგახსნებეთ, რომ სამინისტროს 3T-ს კონცეფციიდან გამომომდინარე, რომლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტოტალური წვრთნაა, ჯარი მუდმივი წვრთნის რეჟიმში იმყოფება.” - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო მოუწოდებს მედია საშუალებებს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ის სამინისტროს შესაბამის უწყებაში.

 

კომენტარები