კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი გადადგა და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა. კენჭს ღვინიაშვილი გურჯაანში იყრის. ყოფილი რწმუნებული ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია. ვინ დაიკავებს გუბერნატორის პოსტს, ჯერ ცნობილი არაა.
ღვინიაშვილი ჯერ კიდევ 2008 წელს აირჩიეს მაჟორიტარ დეპუტატად გურჯაანში. თუმცა, საპარლამენტო მანდატი მალევე დატოვა და რეგიონის გუბერნატორი გახდა.
2008 წლის არჩევნებამდე გიორგი ღვინიაშვილი თბილისის პროკურორი იყო.




