არჩევნები 2012

უწყებათაშორისი კომისია: ქართული ოცნების ბრალდება უსაფუძვლოა

უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით, ქართული ოცნების ბრალდება, თითქოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა კოალიციის მხარდამჭერების მიმართულებით “მომწამვლელი ხსნარი“ გამოიყენეს უსაფუძვლოა.

კომისიის ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ამ რეგიონში ახორციელებდა გავრცელებული თეთრი (ამერიკული) პეპლის წინააღმდეგ გეგმიურ წამლობას ნათესების დაცვის მიზნით. ეს დასავლეთ საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა. გეგმიური წამლობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული.

„ვიდეო მასალა, რომელიც ქართულმა ოცნებამ კომისიას მიაწოდა ადასტურებს, რომ წამლობა სავალი გზის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობდა - მსგავსი პრაქტიკა  მთელს რეგიონში აპრობირებულია - და არავითარ მიზანმიმართულ შეშხურებას იქ შეკრებილთა მიმართ ადგილი არ ჰქონდა. წამლობისას გამოყენებული პრეპარატი უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ადგილობრივი საავადმყოფოების ცნობით, მათთვის ამერიკული პეპლების საწინააღმდეგო გაზით მოწამვლის შედეგად არავის მიუმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები