ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე იქნება. ეს ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 2008 წელს დაარსდა. ამჟამად პარტია პარლამენტში შვიდი, ხოლო დედაქალაქის საკრებულოში სამი წევრით არის წარმოდგენილი.
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული უკანასკნელი, 2012 წლის ივნისის გამოკითხვის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე პარტიას 3% -იანი მხარდაჭერა აქვს.




