"ახალი მემარჯვენეების სიის პირველი ნომერი და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე იქნება” - ეს დღეს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მან ასევე დაადასტურა, რომ პარტია მზადაა წინასაარჩევნოდ ყველა დებატში მიიღოს მონაწილეობა - როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციურ ძალებთან.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის უკანასკნელი, ივნისის გამოკითხვის მიხედვით, ახალი მემარჯვენეები იმ პარტიებს შორისაა, რომელთა ჯამური რეიტინგიც 1%-ია.




