არჩევნები 2012

დავით ბაქრაძემ სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები წარადგინა

ზუგდიდში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატად სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია წარადგინა.

კანდიდატი პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დაასახელა და ახალაიას იმის სიმბოლო უწოდა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს. ზუგდიდის ოლქში მისი კონკურენტი ქართული ოცნებიდან ირაკლი ალასანია იქნება.

როლანდ ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას მამაა. მისი მეორე შვილი დათა ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.

ბაქრაძემ კანდიდატები დღეს ხობსა და მარტვილშიც წარადგინა. ნაციონალური მოძრაობიდან ხობში კენჭს გოდერძი ბუკია, ხოლო მარტვილში ნაული ჯანაშია იყრის.

 

კომენტარები