საპარლამენტო არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვანო მერაბიშვილი. ამის შესახებ, დღეს, პარტიის სპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
თაქთაქიშვილის თქმით, ოპონენტებთან პოლიტიკურ დებატებში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სწორედ ეს ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. ჩვენი მიზანია, გავიმარჯვოთ თავისუფალ და სამართლაინ არჩევნებში. სატელევიზიო დებატებს კი ამ მხირვ, ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სატელევიზიო დეპატებში იწვევს ძირითადი პოლიტიკური ძალების პრემიერ მინსიტრობის კანდიდატებსა და საპარლამენტო სიის პრიველ ნომრებს. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰოქნდეთ შესაძლებლობა გაეცნონ თითოეული პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამას. „ნაცმოძრაობა“ ორივე პოლიტკური ლიდერი ვანო მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე მზად არიან პოლტიკურ დეპატებში მონაწილეობის მისაღებად," - განაცხადა თაქთაქიშვილმა.




