არჩევნები 2012

საია ცესკოს განმარტებას ეხმიანება

ცესკოს განმარტებას - რატომ ვერ მიიღო ქართულმა ოცნებამ ნომერი 7 - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება. ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში აცხადებს, რომ 119-ე მუხლის ის ნორმა, რომელზეც ცესკო მიუთითებს, ბუნდოვანია და ის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

"ნორმის მიხედვით, ცხადად არ იკითხება ის, რომ ბლოკში შემავალი ყველა პარტია ბოლო საპარლამენტო არჩევნების მონაწილე უნდა იყოს იმისთვის, რომ ბლოკმა რომელიმე პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლოს", - აღნიშნავს ჩუგოშვილი.

ცესკო-ს განმარტებით იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა, ანუ 25 აგვისტომდე. 

კომენტარები