კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ჟურნალისტებს ცაგერისა და ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. მისი თქმით, ცაგერში კენჭს იყრის ინჟინერ-მექანიკოსი მამუკა ჩაჩხიანი, ხოლო ახალქალაქში - სახალხო მოძრაობა "ჯავახკის" ხელმძღვანელი, ფიზიკოსი ნორიკ კარაპეტიანი.
ამასთან, კოალიციამ ორ - თეთრიწყაროსა და თერჯოლის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები შეცვალა: თეთრიწყაროში მამუკა აბულაძის ნაცვლად მაჟორიტარობისთვის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იბრძოლებს, თერჯოლაში კი ომარ ნიშნიანიძეს ზაალ გოგსაძე ჩაანაცვლებს.
კოალიციას მაჟორიტარები წარსადგენი მხოლოდ ორ ოლქში - ნინოწმინდასა და მარნეულში დარჩა.




