ლეიბორისტული პარტია

ლეიბორისტები ტელეკომპანია კავკასიას ბოიკოტს უცხადებენ

ლეიბორისტული პარტია ტელეკომპანია კავკასიას ბოიკოტს უცხადებს და არხის ეთერში წინასაარჩევნო უფასო სატელევიზიო დროზე უარს ამბობს.
როგორც ლეიბორისტული პარტიის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახაბერ ძაგანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კავკასიას ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რაც ლეიბორისტებისთვის მიუღებელი ფაქტია: „უარს ვაცხადებთ პარტიისთვის გამოყოფილ უფასო სარეკლამო ეთერზე კავკასიის არხზე, რადგანაც დავით აქუბარდია ქართული ოცნების პიარაგენტი გახდა, რაც ჟურნალისტიკის ეთიკის ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, - განაცხადა ძაგანიამ.

კომენტარები