მოდა,სპორტი

ლუი ვიტონთან თანამშრომლობა ოლიპიურ ჩემპიონს მედლის დაკარგვით ემუქრება

ლუი ვიტონის სარეკლამო კამპანიები ყოველთვის საინტერესო გმირებს წარმოგვიდგენენ, ყველას გვახსოვს მუჰამედ ალი, მიხეილ გორბაჩოვი, ანჯელინა ჯოლი, ბონო- ისინი ერთხმად რეკლამირებდენ ამ ლუქს ბრენდის  პროდუქციას.

შემოდგომის სეზონისათვის, ეტყობა ოლიმპური თამაშების გავლენით ბრენდმა   ლეგენდარული ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელფსი და საბჭოთა  ტავნარჯიშის ვარსკვლავი ლარისა ლატინინა დაპატიჟა. ფოტო სესიის ავტორი  ენ ლეიბოვიცია, სარეკლამო კამპანიის მოტო კი ასეთია:’ორი განსაცვიფრებელი მოგაზურობა- მხოლოდ ერთი გზა მიაღწიო მიზანს.ლარისა ლატინინა და მაიკლ ფელფსი. ლეგანდარული გიმნასტი და მოცურავე.’

 სამწუხაროდ ამ სარეკლამო ფოტოებს შეიძლება მძიმე შედეგი მოყვეს ლეგენდარული მაიკლ ფელფსისათვის.

ოლიმპიური კომიტეტის  მე-40 რეგულაცია   კრძალავს თამაშების წინა და მომდევნო პერიოდში ათლეტების სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობას. წელს ეს მონაკვეთი 18 ივლისიდან 15 აგისტომდე  პერიოდს მოიცავდა , მაიკლ ფელფსის ფოტოები კი ინერნეტ სივრცეში  აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდა.

ოლიმპიური კომიტეტი ასეთ შემთხვევში აჯარიმებს ან  მედლის ჩამორთმევით სჯის დამრღვევებს. 

კომენტარები