ლონდონის ოლიმპიური თამაშები

ნუგზარ ტატალაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

 

 30 ივლისს, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადას კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ნუგზარ ტატალაშვილი გამოეთიშა.  73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი,  კორეელ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანსა და მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ კი ჩუნ ვანგთან დამარცხდა.  

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე კიდევ 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.  28 ივლისს ოლიმპიადას ბეთქილ შუკვანი გამოეთიშა, ხოლო 29 ივლისს საქართველოს  ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოუპოვა, ის წელს პირველი ქართველი ოლიმპური ჩემპიონი გახდა.

30 ივლისს საქართველოს ოლიმპიადაზე კიდე ორი ქართველი წარადგენს. ჩოგბურთელები ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი წყვილთა ბადეში იასპარეზებენ.

კომენტარები