სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ ვ.ი.-ს მიმართ განხორციელებული უფლებადარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა. 
ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის 1 აგვისტოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა N8 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ვ.ი.-ს ადვოკატმა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მსჯავრდებული დაავადებულია ტუბერკულოზით და მიუხედავად ამისა, 14 დღის განმავლობაში განთავსებული ჰყავდათ N8 დაწესებულების სარდაფში. 
 ,,2012 წლის 2 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ N8 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ვ.ი.-ს. მისი თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, მას შელაპარაკება მოუვიდა თავის თანასაკნელთან, რის გამოც N8 დაწესებულების თანამშრომელმა დასჯის მიზნით, ორი კვირის განმავლობაში განათავსა ე.წ. ბოქსში, სადაც მსჯავრდებულს არ ჰქონდა არც საწოლი, არც ლეიბი, არც გადასაფარებელი და ეძინა იატაკზე. მსჯავრდებულის გადმოცემით, ამ ხნის მანძილზე იგი ექიმსაც არ უნახავს“,- აღნიშნავს გიორგი ტუღუში. 

კომენტარები