არჩევნები 2012

აუდიტის სამსახური ქდმ-ის გურჯაანის შეხვედრასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის მიერ გურჯაანში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 31 ივლისს ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო პოლიტიკური გაერთიანება "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით, გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ვიდეო სადაც ასახული იყო ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრა კახეთის მოსახლეობასთან. ვიდეოში ჩანს, რომ შეხვედრის შემდეგ პარტია მემორიალზე შეკრებილ ხალხს უფასო საკვებით გაუმასპინძლდა. 

კომენტარები