ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს მთავრობამ უჩვენა პროგრესი რელიგიის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფის მხრივ, თუმცა მაინც არსებობს პრობლემები რიგ საკითხებთან დაკავშირებით: სადავო საკუთრების რესტიტუცია, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებული ლეგალური და საგადასახადო სტატუსი და სახელმწიფოსა და ეკლესიის არასაკმარისი განცალკევება. ამ დასკვნას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 31 ივლისს გამოქვეყნებულ 2011 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიშში აკეთებს. 

ანგარიშში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფის საკითხში მნიშვნელოვან წინსვლად მიჩნეულია რელიგიური ორგანიზაციებისთვის დარეგისტრირების საშუალების მიცემა, აღმსარებლობის მიზეზით სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება და უმცირესობების რელიგიური ლიდერებისთვის პატიმრების მონახულების უფლების მინიჭება. 

ანგარიშში ასევე მოხსენიებულია საზოგადოებრივი დისკრიმინაციის ფაქტები, როცა რელიგიურ უმცირესობებს შეეზღუდათ უფლებები; რიგ შემთხვევაში კი მათზე ფიზიკური ძალადობაც განხორციელდა. ანგარიშში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილ 12 ინციდენტზეა საუბარი, თუმცა ყველა შემთხვევაში შევიწროებულები კმაყოფილნი იყვნენ პოლიციის მუშაობით.

აღნიშნული ანგარიში 2011 წელს მოიცავდა, 2012 წლის ანგარიში მომავალ წელს გამოქვეყნდება.

კომენტარები