პროკურატურა

პროკურატურამ ჟურნალისტ ჩაჩუას საქმის გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაშია საუბარი. წერილში აღნიშნულია, რომ გამოძიება 2012 წლის 30 ივლისს დაიწყო.

განცხადების მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის 151-ე მუხლის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ისჯება სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანებით დამუქრება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმით ან საზოგადოების სასარგებლოდ მუშაობით დასჯას, რიგ შემთხვევებში კი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ ტელეკომპანია მეცხრე არხის ეთერში განაცხადა, რომ მას შეიარაღებული პირები დაემუქრნენ და ტელეკომპანიისა და პოლიტიკური პარტიების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვეს. 

კომენტარები