იტალია

დავა გარიბალდის ცხედრის ექსპერტიზის გარშემო

იტალიის ეროვნული გმირის, ჯუზეპე გარიბალდის შთამომავლები დიდი წინაპრის ცხედრის იდენტიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან. არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც კუნძულ კაპრერაზე შესაძლოა, სხვა ადამიანი იყოს დასაფლავებული. ნაციონალური გმირის შვილთაშვილი, ანიტა გარიბალდი ჟალე აცხადებს, რომ ცხედრის ექსპერტიზა სარეკლამო კამპანიის ნაწილია და საფლავებთან ხუმრობა ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯია. ხოლო მისი ბიძაშვილი, რომელსაც ასევე ანიტა გარიბალდი ჰქვია, მხარს უჭერს ცხედრის იდენტიფიკაციის იდეას და ამბობს, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი ანდერძი, რომელშიც გარიბალდი საკუთარი ცხედრის კრემაციას ითხოვს და ამიტომ ყველას აქვს უფლება იცოდეს, ნაციონალური გმირის საფლავში ვინაა დაკრძალული, მართლაც მისი წინაპარი, თუ ვინმე სარდინიელი მწყემსი.

მიუხედავად აგორებული სკანდალისა, საფლავის გახსნა 2013 წლის სექტემბრისვის იგეგმება. ამ საკით დაინტერესებულია BBC  და ფილმის გადაღებას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ ამ სამეცნიერო გამოძიებას ამჯერადაც ექსპერტი სილვანო ვინჩენტი გაუძღვება, რომელმაც მანამდე ამავე არხზე კარავაჯოს საფლავისა და მონა ლიზას ჩონჩხის ამბები განიხილა.

 

კომენტარები